вторник, 7 апреля 2009 г.

ღვთისმშობლის


ქადაგება და სწავლა, სდეკემბერს, ჱ. შობასა ღვთის–მშობელისასა. სულო ყოვლად წმიდაო, შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.

 

დღეს ღვთი–მოყვარებით, და ყტოვლად წმიდის ღვთის–მშობლისა შობის დღესასწაულისათვის; შემოკლებულნო კეთილ–მორწმინენო მსმენელნო, ისმინეთ დიდება და ქება ახლად შობილისა ქალწულისა მარიამისა, რომელიცა პირველ საუკუნითაგან ღმერთმან მამან, ასულას ტავისად გამოირჩია, და სულმან წმინდამან სძლად თავისად განკაზმა, და ძემან ღვთისამან დედად თავისად სათნო იყო, და ამით ახარა ბნელი ქმნილისა მწუხარებისა ბუნებასა კაცთასა, ვითარცა ღაღადებს დიდი იგი წინასწარმეტყველი, საღმრთოთა ნაკვერცხალითა განწმენდილი (ისაია, თავისა, ჲვ, და რიცხვსა) ვითარმედ, ,, იხარებდ იერუსალიმ , და კრება ჰყავთ მას შინა ყოველთა მოყვარეთა მისთა, იხარეთ სიხარულით ყოველთა რავდენნი ჰგოდებდით მას ზედა. სახელითა მამისათა, და ძმისათა, და სულისა წმიდასათა, ამინ.

ჵი სიხარული ესე ღვთის–მოყვარენო, დაუსრულებელითა საკვირველებითა განსაცხრომელი, და ანუ გოდებითი იგი ჴმა ამის წინასწარმეტყველისა მიერ ღაღადებული, თუ ვისარმე გოდებასა, და ანუ თუ რასმე სიხარულსა შეგვასწავებს ჩვენ. ამისთის დაღათუმცა მრავალ სახედ ითქმის განმარტებაჲ ამისი, არამედ ვინათგან ჟმი არ მომცემს მე ვინათგანმე არა ეგოდენად სმინებისა, და დროჲ ცა მოწყინებით სულმოკლებისა, ამისთვის მცირედითაცარე განმარტებითა აღმოვაჩინოთ და ვთქვათ, ვითარმედ ესე ვითარისა გოდებისა და გლოვისა ამის ჴმასა, ადამ პირველისა მამისა ჩვენისა დაცემულებისასა გამოგვიცხადებს, როდესცა ეშმაკისა მიერისა შეცთომითა, და მისთ მით შურისძიებით შეტყუილიქმნა, და შვენიერად ჴელითა ღვთისათა დასხმულისა მის სამოთხის შვებისაგან გამოვარდა, მას ჟამსა დიდი გლოვა და გოდება მოეცა კაცთა ბუნებასა, ვითარმედის კაცთმოყვარებით იგი ზეგარდმოჲსა შეწყალებისა, ძე ღვთისა ქვეყყანასა ზედა გარდმოვიდოდა, და სრულისა კაცობრივისა თბისა, და ბუნებისა ჩვენისა განჴორციელებასა მიიღებდა, ვითარცა დასწერს იგივე წინასწარმეტყველი, ვითარმედ, ,,აჰა ბნელმან დაფაროსო ქვეყანა, ესე იგი არს, ადამის ძლით დაბნელებაჲ ბუნებასა ზედა კაცთასა , ,, ხოლო შენ ზედა გამოჩნდესო უფალი, და დიდება შენზედა იხილვოსო, ესე იგი არს, ახლისა ამის მადლისა, და განჴუფლისა ჩვენისა წინასწარმეტყველებაჲ.

ამისთვის ახალი ესე იერუსალიმი არს ჭეშმარიტად ქალწული მარიამ, თუმცა კაცობრივით თბითა და მიდგომითა შობილი, არამედ საშოთგანვე განწმენდილი, ბრძნისამებრ მეტყველისა ვითარმედ ,,ყოვლადვე ბიწი არაარსო შენთანა. ესე ვითარი ყოვლად უმანკო, და ყოვლად ბიწშეუხებელი გვამი იშვა მართალთა მათ მეშვთაგან იოაკიმ და ანნასა, ვინაჲცა ცათ დაუტევნელმან ღმერთმან ყოველთაგან ესე ვითარ ქალწული გამოირჩია, რომელ ამისგან განჴორციელება სათნო იჩინა. რომლისათვისცა განკვირვებული მეტყველებს ოქროპირი თვისსა მას სარკედ წოდებულსა წიგნსა შინა, ,,ვითარმედ ,,რომელისასაცა ყოველი ქვეყანა ვერ შემძლებელიყო და უღირს დატევნისა, ესე ღირს და შემძლებელიქმნა დამტენევლობისა, და ამას ზედა იწინიასწარმეტყველა დიდმან ისაია ვითარმედ ,,იხარებდ ჵი ასალო იერუსალიმ ქალწულო მარიამ, და შენთანა მოყვასნი შენნი, და კრება ჰყავთ მას შინა, და დაუტევეთ გოდება იგი პირველისა მამისა ადამის ცთომილებისანი. არამედ ვინმე არს კრება იგი, და ანუ მოყვასნი, და რასა ზედა მოხარულობენ. ესენი არიან მორწმუნენო, დიდნი იგი მამათმთავარნი, და პირველნი იგი წმინდანი წინასწარმეტყველნი რამეთუ ღაღადება იგი მათი და მოლოდება, და წინასწარმეტყველება მათი დღეს აღესრულა. და მას ზედა იშვებენ, და ამას ზედა მოხარულობენ, ვინათგან დასაბამი ესე სიხარულისა, და კაცთა ბუნებისა ჯოჯოხეთიდამ გამოჴსნისა დღეს დაიწყებს ქალწულისა ამის შობითა, და ამისმიერითა გამოცხადებითა ღირს ვიქმნებით სასუფეველსა შინა აღყვანებული. მაშასადამე ჩვენდაცა ჯერ არს მორწმუნენო დიდთა მათ მამამთავართა და წინასწარმეტყველთანა შვებაჲ და სიხარული ყოვლად უმანკოსა ამის ქალწულისა მარიამისა შობისათვის, ვინათგან ესე არს შესავედრებელი და კარი და ბჭე და განხმელი, ზეცათა სასუფევლისა ჩვენისა.

მფარველი ჩვენი, მცველი სულისა და ჴორცისა ჩვენისა, ლიმენა მყუდრო ნავთსაყუდელი უღლვო ცხოვრებისა ჩვენისა, შეჭირვებათა შინა ჩვენთა შემწე, შეწუხებითა ჩვენითა მსმენელი, სნეულებათა ჩვენთა მკურალი, და ჭირთა ჩვენთანა მსმენელი, სნეულებეთ ჩვენთა მკურნალი, და ჭირთ ჩვენთა განმქარვებელი. დედა ესე ქალწული მარიამ მორწმუნენო, ეკლესიისა ჩვენისა სიმტკიცე. სამღვდელოთ მტკიცე სარწმუნოება, სასოება, და სიყვარული.

დედა ესე ქალწული მარიამ მორწმუნენო, სიმდაბლეთა ჩვენთა აღმამაღლებელი, დაცემულებათა ჩვენთა აღმადგინებელი, უღონებათა ჩვენთა განმაჴნობელი, სიგლახაკეთ ჩვენთა განმამდიდრბელი. შიშლოებათ ჩვენთა სემმოსელი, ობოლთა ქვრივთა და დაღონებულთა ნუგეში, მოხუცებულთა კვერთხი, და ჭაბუკთა ახოვანება.

დედა ესე ქალწული მორწმინენო, მეფეთა მორწმუნეტ ძლევა, მთავართა სიმარჯვე, და ქრისტეს მორწმუნეტ ერთა და მჴუძლეველი საჭურველი, და რასა ვიტყოდე მრავალსა საყვარელნო შვილნო, ვითარმედ ვითარცა შეუძლებეარს აღრიცხვა ვარსკვლავთა ცისათა, და ქვიშათა ზღვისათა, ეგრევე შეუძლებელარს სრულებითი ქება და დიდება ყოვლად წმიდისა ამის ქალწულებისა მარიამისა მიწთომად და გამოთქმად ენასა და გონებასა ჯკაცთასა, ვითარცა დასწერენ წმიდანი მამანი ვითარმედ ,, შეუძლებელარსო მოძღვრებიათაგანცა კანონთა, და გარეშეთაცა კანონისათა სრულებითი შემკობაჲ მარიამის საიდუმლოჲსა ქალწულისა. და მე ვითარ სადმე ძალვიდვა საყვარელნო გლახაკმან და უღირსმან, არამედ კვალად შემკობილებით მისთვის მოგახსენე რომ, სხვა წომელიც თქვენთან სათქმელი სიტყვა მაქვს, და ყოველს ემს სამწყსოში თავისის ეკკლესიებისა დღესასწაულების სწავლა და ქადაგება წერილით მიმცნია, თქვენს თუ არ მოგახსენე არ იქმნება, თორემ ჩემს სამწყოში თავისის ეკკლესიებისა დღესასწაულების სწავლა და ქადაგება წერილით მიმცნია, თქვენს თუ არ მოგახსენე არ იქმნება, თორემ ჩემს თანამდებობას ღმერთი მომკითხავს.

რომელი ჩვენისა ცხოვენისა, და ჯოჯოხეთად აღმოყვანებისათვის მოვიდა უფალი ჩვენის იესო ქრისტე, პირველად სამი უპირველესი ქრისტეანობის წესი და კანონი გვიბრძანა.

  პირველად თავისი ჭეშმარიტად ღმეთად, და კაცად ჩვენგან მორწმუნეობა. მერე ნათლისღება, და მერე ამასთან წმიდაი აღსარება და ზიარება, ვითარცა ბრძანებს იოანე სახარებასა შინა, (ვ, და ნვ) ვითარმედ “უკეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა, და სხვათ სისხლი მისი, არა გაქვნდეს ცხოვრება თავთა შორის თქვენთა. ვიცით შვილნო რომ უნათლისღებოდ ცხოვრება არ იქნება, და ეგრეთვე არც უზიარებლად. მაგრამ თუ არ დიდის მიზეზით წელიწადში არის რომ არ ეზიაროს არ იქნება. და თუ კიდევ უზიარებელი დადგა ვინმე სამის წლითა, და ან ოთხის წლითა, ვითარცა მესმის ჩემის სამწყსოსი რომ, თავის დღეშიაც არ ზიარებულიყოს: ოჰ, ოჰ, ღმერთამან ნუ ქნას ამისთანა ქრისტეანე, და ან სიკვდილის დღეს აზიარებს და დამარხავს, ჭეშმარიტად სჯულის კანონისაგან დაისჯება, და მღვდელობისაგან განიკვეთება. ვისაც გინდა გეწყინოსთ, მე ასე მომიხსენებია.

  ჭეშმარიტი უნდა მოგახსენო ქრისტეს საყვარელნო შვილნო, როგორც წმიდის ნათლისღებისა, და ზიარებისა მოგახსენე, ეგრეთვე რომელიც ქრისტეანობის საკადრისი ქცევა არის, თუ ესენიც არ მოგახსენე არ იქნება. ქველის წერილი სავაოთ ღმეთი გვიბრძანებს, და ახალშიაც უფლისა იესოს ბრძანებით წმიდანი მისი დაგვიწერენ. ბრძანებს “დღესასწაულნი ჩემი დაიმარხეთო. ამას კვირისა, და უქმეს შენახვას გვიბრძანებს. ამსითანა დღეს ეკლესიაში უნდა მიხვიდე, აიზმა ისხურო. ხატებს ემთხვიო, და სეფისკვერი აიღო და თუ ამაებს ას ეარა იქმ, მაშ ღმერთსაც ატყუებ, და ქრისტიანობასაცა, და უფროსღა შენს თავს ატყუებ. ღმერთი არა მოიკიცხვის. “გრწმენი ჩემი, და გრწმენინ ღვთისა.

  ესრეთვე სხვებიც უნდა მოგახსენო, რომელიც ქრისტეანობის თანამდებობა არის, უნდა შეისმინოთ. რომელიც წმიდათ მამათაგან არის განწესებული, ის მარხვები წმიდად უნდა შეინახო, და სახსნილო არა სჭამო, შენ სხვას ნუ მიხედავ და ნუ მიბაძავ, შენი სარწმუნოების სიყვარულისათვის ცოტას ხან შენს მუცელს მოათმენინე, ამით იცოდე შვილო რომ ზეგარდმო მადლყ მოგეცემა გიბრძანებს: რომელმან დაითმინოსო, იგი ცხონდებისო.

  კვალად ამასაც გამცნებ, და ჭეშმარიტებით იცოდე რომ მკითხავთან, მიმსვლელსა, ძველიცა, და ახალი წელი და კანონიც დიდად აყენებს და რისხავს მერწმუნენით. ასე ბრძანებს, რომელსაც მკითხავისა სწამდესო, ის კაცის მკვლელის კანონით უნდა განიკანონოსო. გაიგონეთ ესე შვილნო რომ, ასე მძიმეს კანონს აძლევს რომელიც მკითხავს აკითხვინებს, და თილისმა სწამს, თუ ამაებზე ხელი არ აიღო, სწორედ სჯული კანონი კაცის მკვლელთა კანონს დასწევს. იმისი არც ზიარება იქნებაო, და არც სიკვდილის დღეს მღვდელისაგან დამარხვაო. ამისთვისა რომ რადგან წმიდის ნათლის-ღების შვილი არის, წმიდათ მღვდელთა და წმიდათ ხატთა და წირვასა და ლოცვას უნდა ეკითხებოდეს, და შენ ესენი დაგიტევებია, და ერთს უგუნურს ვაცსა თუ დედაკაცს ეკითხები, ეს ასეა ჩემი საქმეო, და რა ვქნაო, შემიტყვე რამეო, რასაც შენ მიბრძანებ მე იმას დავიჯერებო, ფუ ამის მოქმედსა, არა გრცხვენიანო, ყოვლად წმიდას ღვთის-მშობელს ევედრები, “ ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძსო, და მკითხავის სიტყვას კი იჯერებ, და მინდობი ხარ, და შენს თავს ქრესტეანს უწოდ, ჭეშმარიტად რომელიც მღდელი ამისთანას უმღვდელებს, მღვთისაგან და სჯულის კანონისაგან განკვეთილი შეიქმნება, ყოველთავე ეს ასე იტკიცედ იცოდეთ.

  ეგრეთვე ამასაც გამცნებ, ვალი გაქვსთ რომ მღვდელი უნდა გიყვარდესთ, და პატივი უნდა დასდვათ, ამისთვისა რომ რადგან მღვდელი ქრისტეს მსხვერპლის შემწირველი არის, და სულიერი მამა არის, და წმიდას ეკკლესიაში წარდგომილი ღმეთს გავედრებსთ, ვითარცა წერილარს: “ ულხინე უფალო ერთA ამათ, და ნუ მისცემ საყვედრელად წარმათთა, რათა არა თქვან ვითარმედ სადა არს ღმეთი იგი მათი.” ამიტომ მღვდელს ურიგოდ ხსენება არ ეკადრება, საღმრთოს კაცის შეურაცხება და ავად ხსენება თქვენის სარწმუნოების შეურაცხება არის შვილნო, და წმიდის წირვისა და ეკლესიის შეგინება არის და გმობა არის, დამიჯერეთ; ყოველსავე ამის თქვენის სიყვარულისა და ეთგულებისათვის გამცნებ და მოგახსენებ, მე თქვენის სწავლების ვალი მაქვს, და თქვენ დაჯერებისა. ეგრეთვე ამას გამცნებ, თქვენის შვილებისა ვალი გაქვსთ, რომ იმას სიყრმითგან ქრისტეანობა უნდა ასწავლოთ, და კეთილად, უნდა დაზარდოთ, ავს სიტყვასა, და ავს ლაპარაკს არ უნდა დააჩვიოთ, თორემ ეს იცოდეთ, რომ იმათი ცოდვა, და ან რასაცა დააშავებენ თქვენ მოგეკითხებათ სულიერადაც და ხორციელადაც. ეგრეთვე თქვენი შვილები და თქვენი უმცროსები, თქვენნი მორჩილნი უნდა იყვნენ, და თქვენი სიტყვა უნდა დაიჯერონ, თორემ პირველად ღმეთი შერისხავს; იცოდეს რომ მაიმისა და დედისა უმორჩილოს შვილს კეთილი არ მიეცემარა, და მერე მებატონე და მოსამართლე დასჯის და გარდააკდევინებს. თავისის უფროსის წინააღმდეგი არ უნდა იყოს რა გინდ თავმომწონე და შემძლებელი იყოს, მაინც უფროსის მორჩილება უნდა ჰქონდეს, უფალი ბძანებს პირველს მცნებაში. და კვალად მოგახსენებ ვალი მაქვს შვილო რომ ქრისტიანობის საკადრისი ქცევა უნდა გამცნო მადლითა ღვთისათა,

  ღმერთი გიბრძანებსთ გაიგონეთ შვილნო: “შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, და შეიყვარე მოყვასი შენი”. მოყვასის საყვარელნო, ჩვენს ძმას ქრისტიანსა ჰქვიან, თქვენი ძმა და მეზობელი ასე უნდა გიყვარდესთ, როგორც თქვენის თავისათვის კეთილი გინდათ. ერთმანეთი არ უნდა გძულდესთ, არც უნძრახად დაადგრეთ, არც იმათი შემატება და ქონება რამ შეგშურდესთ არც იმათი დასაკლისი რამ გიამოსთ, და თუ სადაო და სალაპარაკო რამ გქონდესთ, ორნივ მოსამართლის სიტყვას უნდა დასჯერდეთ, და ასრე მშვიდობიანად მოშველდეთ , რომ ქრიტეანობის რგი ეს არის. და თუ ამას ასე არ დამიჯერებ, გამეცალე, ნურც ქრისტენაბში, გაერევი, და არც ეკკლესიაში მოგესვლება. ეს იცოდეთ შვილნო, რომ უმძრახისა, და შურიანისა, და ცილისმწამებლისა, სვის განსაცდელზე მოხარულისა, და იშნის მომგებისა, კეთილი არ მიეცემა.

იცოდეთ შვილნო, სხვის საქონელის მომპარავსა, მტაცებელსა მუშის ფასის დამკლებს, ვალის მიუცემელსა და თავის სახლში ნაარმევის შემტაისა ღმერთიც შერისხავს, და კეთილი არა მიეცემარა იცოდეს.

ესეც იცოდეთ შვილნო. სხვის ავის ენის მიმტანი, და შფოთი ჩამომგდები, და მეჩხუბარი, და სხვათა თავაცილით მასხარად ამგდები, და სხვის ცოდვების განმკითხველი, მძრახავი და მკილავი, ღვთისაგან დაისჯება.

ეგრეთვე სხვის ცოდვების წარმაყვედრებელი, და სხვის საიდულოს გამცემი, და სხვის ბოროტის თვლით შემხედველი, და სხვათ ცოდვისა შუა შემომსვლელი, და ბილწის სიტყვის მოლაპარაკე, და ბილწის ცოდვის სიძვის მოქმედი, იცოდეს რომ სასუფეველისაგანაც გამოჴვებულია, და ამ სოფელსაც შეურცხვენელი ვერ მორჩება ვერას გზით. ეგრეთვე ღვთის ცუდ მოფიცარი, და ღვთის აღნათქვამის გამტეხი, სხვათა მომაცთუნებელი მატყუარი, და სიცრუვით მოლაპარაკე, და მრუდი მოსამართლე, და ქრთმის მოხაარბე, და პირის მიმფერებელი, და ქვეშ კი დაფარვით მთხრელი, მომტერე, და განმქიქებელი, ძვირის მომხსენე, და მზაკვრობით მქცევი, ოსტატობით პირად სხვა ეშმაკებრ და გულაში სხვა ეშმაკებთან დასჯილი და წარწყმედილი არის.

ეგრეთვე გულმაღლად, სილაღით და ამაყობით მედიდური, და ქვრივისა და ობლის შემაწუხეველი, და უმოწყალოდ და ულმობელი ღვთისაგანაც შეუწყალებელს პატიჟის მიცემა, და კეთილის კაცისაგანაც შესაძულებელი შეიქმნება ჭეშმარიტად და მსწრაფლ ბოლოც მოეღება. ამისთანაებისა მოქმედისა, სწორე და ჭეშმარიტი უნდა გამცნო, თუ ჴელი არ აიღო, და არ შეინანა, გაიგონეთ თÂით წმიდაჲ მოციქული ვითარ ამხილებს, და დამტკიცებით მიუწერს პირველსა კორინთელთას მიმართსა შინა ეპისტოლესა, თავსა ვ, დ რიცხვსა თ, ვითრმედ ,, არა უწყითა რამეთუ ცრუთ სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრონ, ნუ სცთებითო, არცა მტაცებელთ, არცა მამისა და დედის მაგინებელთ, და არცა მფუთავტ, და სხვათ ესე ვითარისა მოქმედთ, სასუფეველი ღვთისა ვერ დაიმკვიდრონ“.

ესეები რაც მოგახსენე, და წმიდამ მოციქულმაც დაგვიწერა, ვინც ამაებზედ ჴელს არ აიღებს, ამას წინ არა დაუდგებარა, რომ ორსავ სოფელს დაისჯება, და შეირისხება. და ვინც შეინანებს, ვითრცა მრავალთ შეცოდებულთა ვხედავთ შენანებულთ, და მოწყალებით ღვთისათ, სასუფევკად აღსრუთაცა, და ჩვენდა მეოხადცა, მოსალოდებელთა, ისინიც ღვთისაგანაც დიდებას მიიღებენ, და კურთხევასა, და სოფელსაც კეთილად ისახელებიან, და იდიდებიან მადლით ღვთისათა, ამისთვის ყოველნი ევედრნეთ დედასა მხსნელისა ჩვენისა უფლისა იესო ქრისტესსა, რომელსაცა წმიდაჲ ეკკლესია, დღეს წლითი წლათ იმისის ახლად შობილების დღესასწაულით გვახარებს. ამას ევედრნეთ მჴურველითა გულით რათა შეისმინოს ვედრება ჩვენი, მოგვიტევნეს შეცოდებანი ჩვენნი, დაგვიფაროს ყოველის განსაცდელისა, ჭირისა და მწუხარებისაგან, გამოგვიჴსნა უსჯულოსა მტერთაგან, მშვიდობა მოსცეს თვის წილხვდომილს საქართველოსა, და ჩვენზედ მოწყალება და შეწევნა შთაუთხრას გულსა შინა უღვთისმოყვარესსა, უდიდებულესსა დიდისა რუსეთის ჴელმწიფესა დიდს იმპოერატორს ალექსანდრე პავლეს ძეს რათმცა დაუმდაბლოს მტერნი და ორგულნი, და ჩვენ ყოველნი საფარველსა ქვეშე მისსა დაგვიფაროს მადლმან და ძალმან ღვთისამან, მეოხებითა ყოვლათ წმიდისა ქალწულისა ღვთის–მშობლისათა, რომელსა ჰშვენის პატივი დიდება და თაყვანისცემა, აწ და უკუნისამდე ამინ.  

 


 სიტყავ კნინ გლახაკ გონებისა, ნოემბრის კა, ტაძრად მიყვანებისათვის, ყოვლად წმიდისა, სწავლითი ქადაგება ერისა მიმართ. სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს

ამვროსის.


ღვთისმოყვარებით შემოკრებულნო კეთილმორწმუნენო მსმენელნო, ისმინეთ გონებითა შინაგან ცნობიერითა, და იხილეთცა გრძნობადისა თვალისა მიხედვითა, და სასოებით დაინახეთ დღეს შემოკრება ესე ღვთივ სადიდებელი, რომელსა ღვთივ ბრწყინვალედ ღაღადებს წმიდა ეკკლესია, ღვთისა დედისა დღესასწაულსა, რომელიცა დროსა სიყმისასა ტაძარსა შინა ღვთისასა შეწირულიქმნა მართალთა მათ მშობელთა მისთაგან იოაკიმ და ანნასა და ჟამსა იდ წელსა, მასვე ტაძარსა შინა ახარებდა ანგელოსთ მთვარი გაბრიილ, და ეტყოდა ვითარმედ ,, სული წმიდა მოვიდეს შენზედა, და ძალი მაღლისა გფარავდეს შენ, ვითარცა დასწერს ლუკა, თავსა, 1,31, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა, წმიდისათა ამინ.

 ამისთის პირველად სამი რაჲმე აზრი გამოვიძიოთ: ერთდ ვითარმედ ვინაჲთ ივნენ შთმომავალნი მშობელნი მისნი, და ანუ ვითარნი. მეორედ საშოთგან განწმედით დასახვისათვის ყოვლად უხრწნელისა ქალწულისა, და მესამე ტაძრად აღყვანებისათვის მაღტალთა მათ მშობელთაგან, და შეწირვისათÂს ღვთისა.

პირველად თუ ვიეთ იყვნე და ვინაჲთ მშობელნი დედისა ღვთისა ქალწულისა მარიამისნი. ამათთვის ესრედ ვსთქვათ ვითარმედ მრავალთა წმიდათა ძველთა და ახალთა პირნი ესრეთ მოგვითხრობენ, რომელ დავითის თესლისა და შტამოობისაგან აღმოსცენდა წმიდაჲ ქალწული მარიამ, ვითარცა წინასწარმეტყველებს ვითრმედ ,, გამოვიდესო კვერთხი ძირისაგან იესესა, და ყვავილი ძირისაგან აღმოჴდეს. გარნა, ვინმე არს კვერთხი იგი,და ვინაჲთ და სადაჲთ არს ჵი საღრმთო მეთქვოს და ანუ ვუნმემ არს ძირისა მისგან დიდებულსა აღმოცენებული იგი? ამით მიგვასწავებს ჩვენ ლუკას მიმართ საღმრთოჲსა მახარებელისა ჴელოანისა მის მკურნალისა, რომელი ესრეთ ღაღადებს, თავსა, ვითრმედ ,, იოსებისა, ელისა, მელქისა, მატათნისა და ლევისა. ხოლო ლევისა ამისგან მელქი იშვაო და პანთრ, და პანთერისაგან ვარპანთრ იშვაო, ხოლო ვარპანთერის ნაშობთაგანი იყოო, იოაკიმ, რომლისაგან აღმობრწყინდა ყოვლად უხრწნელი დედა ღვთისა ქალწული მარიამ. ამით ვითარმე საცნაურიქმნა, ვითრმედ მართალი იგი, მამა ყოვლად წმიდისა იოაკიმ, დავითისით შთამოებდა ტომისაგან სამეუფოჲსა, ვითარ იგი წინასწარმეტყველ;ებს დავით ფსალმუნსა შინა ,, ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხყო იგი“.

არამედ არა სოლომონისაგანი, არამედ დავით წინასწარმეტყველის ძის, ნათანის ნაშობთგანი.

ვითარ იგი კეთილ განმარტებით აღწერს მაქსიმე აღმსარებელი, და სხვანიცა უსამღვთოესნი მამანი, ვითარმედ ანნაცა დედათა იგი ღვთის მშობლისაო, სამღვდელოსა ტომისაგანი იყოო მატათან მღვდელისა ასული.

ესე მატათან მღვდელი ბეთლემს მკვიდრობდაო, და ესვა ასულნი სამნი, მარიამ, ლოდი და ანნა. მარიამ და ლოდი, მუნვე ბეთლემს დაწინდულჰყო, ვინაჲცა მარიამისაგან იშვა ელისაბედ დედა ნათლისმცემლისა იოანესი, და ლოდისაგან იშვა სალომე, მზარდული უფლისა იესოსი.

  ხოლო ანნა, ნაზარეთს შინა მითხოვილიქმნა, რომლისაგან აღმობრწყინდა, დედა ღვთისა ქალწული მარიამ და ესე საცნაურიყავნ ესრეთ მეშვთათის ქალწულისა ყოვლად წმიდისა მარიამისთა. ვითრმედ დავითის ტომისაგან არს შთამომავალი.

და აწ ვითარებათათვის წმიდათა მათ მართალთვის ვისმინოთ.

ამისთის წმიდანი წერილნი მოუთხრობენ, ვითარ მართალნი და წმიდანი იყვნენ იოაკიმ და ანნა. ესენი იყვნენ ღვთისმოყვარენო, უბიწონი, წმიდანი და მართალნი, და განწმენდილნი ყოვლისაგან ვნებულმოყვარებისაგან ბიწისა. მარადის მჴნენი, და მოღვაწენი ლოცვისათვის და მარხვისა, მტკიცენი საღმრთოსა სჯულისა, და კეთილსა ცნებასა ზედა განსწავლულნი.

ხოლო ამსთანა ფრიად მდიდარნიცა იყვნენ სულითა ჴორცითა, კეთილითა ცხოვრებით ქონებულნი, და სიმდიდრისა მათისაგან, სამ ნაწილად გაჰყოფდნენ ყოველთა მონაგებთ მათთა, პირველად შესწირავდნენ ღმერთსა და მიართვემდენ ტაძარსა ღვთისასა. მეორედ მიართვემდენ მღვდელთა მსახურთა ტაძრისათა და ეგრეთვე გლახაკთა, და დავრდომილთ განუყოფდენ, რამეთუ ესრედ იყო ცხოვრება მათი. მოუთხრობს ძველი და ახალი წერილი. რომ შვილი არა ჰყვანდათო, და ბერწნი და უშვილონი იყვნენო, და ამაზედ დიდად მწუხარებდენო, რომ ძველში უშვილობა დიდად საყვედრელი იყო რომ შესაწირავსაც არ შეიწირევდენ უშვილოთაგან, და შვილიერება დიდად საქებელი იყო. ესე ვითარცა აჩრდილი ძველი განწესება იყო. მაშინ დღსა ერთსა დღესასწაულის ჩვეულება ჰქონდა სატფურებისა, აღისწრაფეს მართალთა მათ იოაკიმ და ანნა, და მიიწივნენ იმ დღესასწაულს ვედრებისა და ლოცვისათვის. და ევედრებოდნენ მჴუვალითა ცრემლითა და ითხოვდნენ ღვთისაგან მოწყალებასა, უკეთუ წყალობა ჰყოს ღმერთმან, და მიეცეს შვილი აღუთქვან ღმერთსა შესაწირავად.

მაშინ ინება მოწყალებამან ღვთისამან, და მოუვლინა ანგელოსთ მთავარი გაბრიილ, და ნუგეშინისცემით ესრეთ ეტყოდა: ჵი ანნა მართლო, და ღთისა მიმართ მვედრებელო ნუ მწუხარებ უშვილოებისათვის, მოიხსენე სარრა ცოლი აბრაამისი (ჟ) წლისა ბერწი, და შემდგომად მშობელი ისააკისი.

მოიხსენე რებეკა პირველ უშვილო და შემდგომად მშობელი იოსებისი.

კვალად მოიხსენე სამფონია და სამოელ, ამათნი მშობელნი პირველად ბერწნი, და უშვილონი, და შემდგომად შვილიერნი მადლითა ღვთისათა, და აწ შენცა წარვედ სახლად შენდა, და მოწყალებითა და განგებითა ღვთისათა მოგეცეს შვილი, რომელი იგი გამორჩეულარს ღვთისა მიერ, და უწოდე მას სახელად მარიამ, რომელ განმანათლებელად გამოითარგმანება, ვინათგან იგი განანათლებს ბუნებასა კაცთასა, რამეთუ ესე არსო ხარება ესე ჩემი.

მაშინ მსწრაფლ აღსდგა, და მოვიდა სახლად თვისათ მართალი ანნა მშობელი ქალწულისა ყოვლად წმიდისა, და მიეცა მოწყალებითა ღვთისათ სანატრელი და ყოვლად წმიდაჲ ესე ქალწული მარიამ, და იზრდებოდა ზეგარდამოთა განგებითა. და ესე პირველისა სიტყვისათვის.

ამ მეორისა სიტყვისათვის ვიტყიდეთ, საშოთგან განწმედით დასახვისათის ბიწშეუხებელისა ქალწულისა.

ამისთვის თუმცა მრავალი გამოძიება არს მოწრმუნენო. არამედ ვიწრმუნოთ ჭეშმარიტებით, რომელ მრჩობლგზის განწმიდა ყოვლად წმიდაჲ და სანატრელი ესე ქალწული ყოვლად წმდამან სულმან. პირველად საშოთგანვე განწმედითა რომელ დაისახა რა სული იგი სიტყვიერი, და გონიერი, მართალსა მას საშოსა შინა ანნასა, მიერით განვე და მყის, ყოვლისა ვნებისა და ცოდვის შეხებისაგან, ყოვლითურთ თვისუფალ იპოვა, რამეთუ სული ღვთისა ჰფარავდა მას, დაღათუ თესლოვანებათაგან ჴორციელთა იყო, არამედ არს მქნასავე შინა და დასახვასა შინა მისსა, განწმიდა იგი ყოვლად წმიდამან სულმან, რამეთუ არა ძალედვა სჯულსა ცოდვისსა და ასოსა ვნებათსა მოქმედებად მის შორის, ვითარცა მიწამებს მე ამას ზედა, და დასწერს წმიდაჲ მოციქული თომა, შემურვისა ძლითსა შინა სიტყვასა, ვითარმედ ის ჵი ქალწულო რომელი დასაბამთა შინა გზათა შენთსა გამორჩეულიქმენ, და უწინარეს ცნობილი, არა დახატულხარო ცოდვასა შინა ადამისსა, და ეგრეთვე წმიდაჲ მოციქული მატათა დასწერს: ,,ჵი სანატრელო ქალწულო არა დახატულხარო ცოდვასა შინა, არამედ მარადის სავსე იქმენო მადლითა სულისა წმიდისათა და მადლისა სიბრძნითა“.

ხოლო მეორე იგი განწმედა ყოვლად წმიდისა სულისა მიერი გარდმოეფინა მის ზედა, როდესაც ჟამსა დროსა. და წელსა იდ ტაძარსა მას შინა ღვთისასა, ეტყოდა რა და ახარებდა ანგელოსთა მთავარი გავრილი ვითრმედ ,, სული წმიდაჲ მოვიდეს შენზედა, და ძალი მადლისა გფარავდეს შენ. მაშინ უმწვერვალესითა, და უაღმატებულესით განწმედითა განწმიდა იგი, რომელ ყოველითურთ აღმოფხვრილქმნა ყოვლისაგან შეკრულებისა სჯულისა ცოდვათა ასოთასა შინაგანით და გარეგანით, ყოველთა, ნასხმანთ, და ნაწევრთ მისთაგან, რომ არა ძალედვა, არცა სასიკვდინესა, ცოდვასა, და არცა შესანდობელსა რასამე ზედშესრულსა ვნებულებასა შეხბად მისა, ბრძნისამებრ სოლომონისა ვითარმედ, ყოვლადვე ბიწი არა არისო შენთანა, და კვალად დიონივსისამებრ კარტუზიანელისა ვითრმედ ,, ცოდვა იგი პირველი არა შეგეხოო“.

და რა საკვირველარს ესე, ვითარმედ უკუეთუ ორნი იგი მონანი, საშოთგან განწმენდილიქმნენ, ძველსა შინა იერემია, და ახალსა შინა ნათლის–მცემელი, არა უფროსღ შესაწყნარებელარსა ღვთისა მიერისა დედა გამორჩეულისა ქალწულისა ყოვლადვე შიწშეუხებლობით წმიდაჲ ყოფა, და საშოთგანვე განწმენდა, ვითარცა წინასწარმეტყველებს მისთის დავით და ღაღადებს, ფსალმუნსა შინა, ვითარმედ ,, წმიდა ჰყო საყოფელი თვისი მაღალმან ღმერთი მის შორის, და იგი რა შეძრას“.

და ესეცა უკუჱ მესამისა მის საძიებელისათვის ვიტყოდეთ, თუ ვითარ აღიყვანეს ტაძრად უფლისაჲ მართლაითა მშობელთა. ამისთის ესრეთ წერილარს ვითარმედ: ოდეს იქმნა რა სამისა წლისა, ყოვლად წმიდაჲ ქალწული მარიამ, მაშინ წმიდათ და მართალთ იოაკიმ და ანნა, მოუწოდეს მეგობართა, და მახლობელთა თავისათა, და ღვთისა მიმართი შეწირვა განუცხადეს ყოველთა, და ყოველთათვის განუმზადა და დაუგო სერი საზრდელისა, და ყოველნივე მოხარულებდნენ შვილებსა მათრისათვის, ვინათგან საყვედრელიყო უშვილოება ძველთა შინა. აღისწრაფეს ყოველთვე კერენეობით და ლამპარ სანთელ აღნთბით, წინა წარუძღვნენ. და კვალად დღსასწაულსა სატურფებისასა მიიყვანეს ტაძარსა შინა წმიდაჲ ქალწული მარიამ, და ვითარ ჩვეულება აქვნდათ, მსწრაფლ მოეგება მღვდელმთავარი ზაქარია; აკურთხა და ლოცვა ჰყო მას ზედა, ვედრებითა ღვთისაჲ მიერით, შეიყვანეს ტაძრად, და შესწირეს ღვთისა მიმართ ჴმით სახერულევანით, და მიერითგან ანგელოსი ღვთისაჲ სცვივდა, და ჰფარვიდა, და თვით მღვდელმთავარსაცა მას ანგელოსი გამოეცხადებოდა, რომელ იგი არს დაფარლ, და ღვთისჲ მიერ გამორჩეულ, და იგი სწვრთიდა ყოვლით ღვთის სულიერით სწავლით, დღით დღე ლოცვითა და მარხვით, სიმდაბლით და სიმშვიდითა ვიდრე ათოთხმეტსა წელსა ესრეთ აღესრულებოდა წელნი, და დღენი მისნი, ვიდრემდის ანგელოსთ მთავარი გაბრიელ გარდმოვიდოდა ზეცით, და ახარებდა და ეტყოდა ვითარმედ: ჵი ქალწულო მარიამ გიხაროდენ, რამეთუ სული წმიდაჲ მოვიდეს შენთანა, ძემან სვიმონისმან მოიწონა და სათნო იყო ასულად თავისად გამოგირჩია, და ყოვლად წმინდამან სულმან სძლად გამოგირჩია რამეთუ ყოვლითურთ განწმენდილ, და ბიწშეუხებელ ხარ შენ, და ძე ღვთისაჲ მხოლოდ შობილი ყოვლად განწმედილსა მაგას გვამსა შორის შენსა ჴორციელად დაემკვიდრების ვითარცა არს ჭეშმარიტად და იქმნა დედა უფლისაჲ ჩვენისა იესო ქრისტესი ჭეშმარიტად ღვთის–მშობელი, ჭეშმარიტად მეოხი და შესავედრებელი და მცველი და მფარველი ყოველთა მორწმუნეთა თვისთა.

ამისთვის ჩვენცა მორწმუნენო ღვთის–მშობლისანო, ვითარცა აღიყვანეს ყრმა ქალწული მარიამმართალთა მშობელთა მისთა, და წარუძღვნენ მორწმუნენი და მოსავნი მისნი და შეწირეს უფალსაჲ; ჩვენც იმათთან, თან მივყვნეთ სიყვარულით სიმდაბლით და სიმართლით, და თანა ვყვებოდეთ, და თნ ვახლდეთ, და ვმსახუროთ ყოვლად წმიდას ქალწულსა. სამოთხესა სულიერსა ედემისასა, რომლისაგან აღმოეცენა უფალი იესო ქრისტე, წყარო იგი ცხოვრებისა, განყოფილი ოთხ მდინარედ მახარებლად, ნოეს კიდობანსა, და განერნენ წარღვნისა და დანთქმისაგან, ეგრეთვე ქალწულისა ამის მიერ განვერენით საცდურისაგან ბელიარისა.

და გამოვიხსენით კერპთა მონებისა და დანთქმისაგან.

მაყვალსა შეუწველსა, რამეთუ ნათლით ღვათაებისათა, საღმრთო იგი ცეცხლი აღტყინებულიქმნა მის შორის, და დაემიკვიდრა, და ყოვლად საკვივებლით არა შეწვა, ტოვლად განუხრწნელად დაიცვა, და ბიწ შეუხებელჰყო.

კიდობანსა აღთქმისასა, რომელმან ცათა დაუტევნელი იგი ღმერთი დაიტია, მანანათ სიტკოებისათა გამოზარდა ბუნება კაცთა.

სასაკმელესა მარად საუკდუაოთ სუნნელებისა მყნოსებელსა, და ალაბასტრად და მურად და იაკინთად, და უსასყიდლოდ მარგარიტა სახელდებულსა.

ხესა ულპოველსა, და ფურცელსა ბორობან მრავალ გარდაფენილ დაუჭნობელსა, და დამაჩრდილებელსა კაცთა ბუნებისასა ხორშაკითა შესაკრებელსა, გვირგვინსა ღვთაებისა ნათლითა მოოჭვილსა, საკვირველად მოქმნილსა.

ბისონსა ღვთივ ქსოვილსა, და ზეთსა საღმთოთა მადლით ცხებულსა, და მირონსა სულისა მიერ წმიდის ნიჭებულსა, და მორწმინეთაცა თვისთა მადლით დამბეჭვდელსა ნათლიერსა ღრუბელსა უბრყვილოს. მზესა მრავალბრწყინვალე დაუვალსა, და მთვარესა თვალებ მტკივანთა ცოდვილთ კურნებისა მომნიჭებელსა.

ყოვლად წმიდაო, ყოვლად კურთხეულსა, ყოვლად დიდებულსა, ცათა და ქვეყნისა დედოფალსა ცერაფიმთა და ხერუვიმთაგან თაყვანისმცემელსა დედასა უფლისაჲ ჩვენისა იესო ქრისტესსა, მორწმუნენო ყოვლად წმიდისა ამის ღვთის–მშობლისა და ამის მხოლოდ შობილისა ძისიესო ქრისტეს თაყვანისმცემელნო, უკეთუ ესენი გვიყვარან და გვრწამს, და ვსასოებთ, რაც ამათ უყვარდეთ, და ესენი გვიბძანებენ, ჩვენც ისინი უნდა დავიჯეროთ და გვიყვარდეს.

კვირასა და უქმეს დღს წირავდა და ლოცვა უნდა გვიყვარდეს, და მოვისმინოთ, და სეფისკვერი ავიღოთ, ეს დღეების არ უნდა გავტეხოთ, და არ უნდა ვიმუშაოთ. წელიწადში ერთხელ მაინც აღსარება სთქვათ, ეზიაროთ, და თუ ორი სამი და ოთხი წელიწადი გამოვიდა ღმერთმან ნუ ინებოს, და წმიდა საიდუმლო არ მიიღევით, რა ვქნა ყოველს ჩემს სამწყსოში თვითო სწავლ ქადაგება შემიმზადებია, არა უნდა მოგეფერო, არც ამაზედ თქვენგან უნდა შევიშინო ვეღარც სიკვდის დღეს გაზიარებთ, და არც მღუდელს დაგამარხვინებთ იცოდეთ, და იცოდეთ მომიხსენებია და ბრძანების ადგილიც მაქვს.

მშობელმა თქვენი შვილები ღვთის მოშიშებით დაზარდოთ, თორემ ღმერთო მოგკითხავსთ, აგრეთვე შვილები მამისა და დედის მონანი და მორჩილნი უნდა იყვნეთ, თორემ ღვთისაგან გარდაჴდებათ.

სამღვდელოს კაცის პატივისცემა უნდა იცოდეთ, გიყვარდესთ, და ურიგო არა აკადროთ რა, რადგან ისინი თქვენთის ილოცავენ, და ღმერთ გავედრებენ.

უნდა გამხილო რადგან ვალი მაქვს, რომელიც მკითხავს აკითხვინებს, მანამდიდად არ შეინანებს, და აღთქმას არ დასდებს, იმისი ზიარება არს გზით არ იქნება, კიდევ ან თილისმა თუ რამ იცის ვინმემ და ან სიზმარი სწამს, და ან დასცდის რასმე, ამაებს სჯულის კანონი დიაღ დიდს კანონებსა ბრძანებს, შერისხავს.

ეგრეთვე რომელიც წმიდათ მამათაგან წერილით მარხვა მოგვცემია, ის მარხვები არ უნდა შევრიოთ, თორემ შეჩვენებას ქვეშ შესცვივით, და ჩვენ თქვენი განხსნა აღარ შეგვიძლია.,

თქვენი მეზობელი, და ქრისტეანე ძმა უნდა გიყვარდესთ, უძრახი ნუ დაადგებით თორემ ეკკლესიაში აღარ მიგესვლებათ.

სხვის შური და მტრობა, დიაღ დიდად ღვთის საწყენი არის, თუ გული არ გამოიბრუნეთ, და ერთმანეთს არ შეუნდევით.

სხვისპა რვა, ტაცება და მალვა სასუფეველისაგან დაჰკარგავს, თუ ისევ არ მისცა. და ან მუშას ფასი დაუჭირა, ღმერთს რისხვად აღძრავს.

სხვის ბოროტად შეყვარება, მაჭანკლობა, ცრუ და ბილწი ლაპარაკი, აგრევე ცილის წამება და ძრახვა განკითხვა, ცრუ ფიცი, ენის მიტანა და თავსსაცილი, ესეები თუ არ შეინანა და ჴელი არ აიღო, იმის ცხოვრება არ იქნება.

კიდევ უნდა მოგახსენო რომ მოციქულიც დასწერს თავის მებატონის მორჩილება უნდა ჰქონდეს, და აგრეთვე მებატონეც უსამართლო და უწყალო არ უნდა იყოს, თუ იმ თავისს უმცროსს მორჩილებით ხედავს.

ყოველსავე ამას წერილით და ღვთის ბრძანებით გამცნებ, თუ ესეები ასე არ დავისწავლეთ ცუდ არს ჩვენი ქრისტეანობა, ყველამ ასე ვიცოდეთ.

ღმერთმან თავისის მოწყალებით მოუქცეველთ ცოდვაში მყოფთ სინანული გაღირსოსთ, და რომელნიც ამაებზედ მტკიცედ იდგეთ, ღვთის–მშობლის მადლმა უმეტესად კეთილად განგამტკიცოსთ, და დაგიფაროსთ, რამეთუ მისა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე ამინ.

მადლითა ღვთის–მშობელისათა ნეკრესელი ამვროსი. 1803.